24-25 ივლისს „ფაიზერის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებული პირების ვაქცინაცია 26 ივლისიდან დაიწყება.
„ფაიზერით“ იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.
24 ივლისს, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა.
ცნობისთვის, საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია კი 30 მარტიდან დაიწყო.