ფაფები ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. ეს საკვები შეიცავს ლორწოვან ნახარშს, რომელიც კუჭის გარსს ეკვრის და მას გასტრიტისა და წყლულისგან იცავს.
ფაფები შეიცავს რკინას, თუთიას, სპილენძს, ცილებს, B და PP ვიტამინებს, რაც ადამიანის ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.
წიწიბურას ფაფა მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით, განსაკუთრებით კი – ლეციტინით. 100 გრამი წიწიბურა შეიცავს 12 გრამ ცილას, 68 გრამ ნახშირწყალს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, კალიუმსა და ფოსფორს.
შვრიის ფაფა ყველაზე ძვირფასი პროდუქტია ორგანიზმისთვის: გრამი ფაფა შეიცავს 15 გრამ პროტეინს, ეს კი მოზრდილი ადამიანის დღიური ნორმის მეოთხედია. თუთიის შემადგენლობით შვრიის ფაფა ყველა დანარჩენი სახის ბურღულეულს ჯობნის.
მანანის ფაფა ყველაზე კალორიულია – 100 გრამი ფაფა შეიცავს 320 კილოკალორიას, 0,36 მილიგრამ B1 ვიტამინს, 0,7 მილიგრამ B2 ვიტამინს და 180 მილიგრამ კალციუმს.
ავტორი