შვრიის ფაფა
ძალიან ნოყიერია და დიდი რაოდენობით მცენარეულ ცხიმებს შეიცავს. ის ასევე მდიდარია ფოსფორითა და მაგნიუმით. ამცირებს ქოლესტერინისა და შაქრის რაოდენობას სისხლში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კანის მდგომარეობას, აღადგენს გულის მოქმედების რიტმს, არეგულირებს ჰორმონების დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ეხმარება უძილობისა და შეშუპების დროს, ასევე აქვს გამამხნევებელი უნარი.
წიწიბურას ფაფა
მდიდარია ამინომჟავებით, რკინით, ცილებით. კვებითი ღირებულებით ხორცს არ ჩამოუვარდება. სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვიძლი და შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. ასევე კარგია ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, შეშუპების დროს. გახსოვდეთ, წიწიბურას ფაფა მიიღება წიწიბურას ბურღულისაგან (მთელ-მთელი მარცვლებისაგან) და არა დამუშავებულისგან. წიწიბურა განსაკუთრებით რძეზე მომზადებულია სასარგებლო.
ბრინჯის ფაფა
სასარგებლოა ავადმყოფებისთვის, ვისაც ღვიძლი და შარდის ბუშტი აწუხებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილებისა და შლაკების გამოდევნას. ასევე აღადგენს შინაგან ბალანსს.
ფეტვის ფაფა
მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით. ის ენერგიის მომცემ პროდუქტად ითვლება. სასარგებლოა დაავადებული გულ-სისხლძარღვებისა და თირკმელებისათვის, აგრეთვე ჰიპერტონიის დროს.
ქერის ფაფა
რეკომენდებულია ნაწლავების დაავადებების დროს, რასაც თან ერთვის ყაბზობა.
ხორბლის ფაფა
ორგანიზმს ამაგრებს და აჯანსაღებს. ბულგარელი მკურნალი ვანგა ყველას მოუწოდებდა, კვირაში ერთხელ მაინც ეჭამათ.
ავტორი