ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ, 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა.
ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.