ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი დაბლობ სოფლებში, აზიური მავნებელი, ფაროსანა აქტიურად გამოჩნდა.
„გურია ნიუსი“ სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს , მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა.
მან გვითხრა, რომ დაწყებულია მონიტორინგი, აქტიური საუბარი მოსახლეობასთან.
_როგორც კი დათბა, მავნებელი გამოჩნდა. ამ ეტაპზე ხორციელდება მოსახელეობასთან საუბარი, რომ აქტიურად გაანადგურონ მავლნებელი სახლებში, სათავსოებში, სხვადასხვა ნაგებობებში, ყველგან, სადაც კი გამოჩნდება. მალე დამონტაჟდება ე.წ. მიმზიდველები, სადაც დაფიქსირდება მავნებელი. სწორედ ამის მიხედვით ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები იქ, სადაც მეტი იქნება მავნებელი, – განაცხადა ერქომაიშვილმა.
კითხვაზე, კონკრეტულად როდის დაიწყება შეწამვლა, მან გვითხრა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.
_ეს დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რომელ კონკრეტულ არეალში რა რაოდენობით გამოვა ფაროსანა, _ თქვა ქალბატონმა მანანამ.
ავტორი