სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში,_ განაცხდა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი ჩეხურ ტელეარხ CNN Prima News-თან ინტერვიუში.
„ეს არასდროს მითქვამს ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესამჩნევია: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. და ჩვენი გრძნობა ამ ომისგან, ამ კონფლიქტისგან არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე, ”- თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აღნიშნა სომხეთის პოზიციის დაუცველობაზე: დასავლეთში ქვეყანა რუსეთის მოკავშირედ ითვლება, რუსეთში კი ასე არ ფიქრობენ.
,,როგორც ჩანს, ყველა ამ შეჯახების თავიდან აცილების გზა არსებობს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთული ხდება სიტუაცია, მით ნაკლებია მანევრირების ადგილი. ჩვენ ამას ვერიდებით იმიტომ კი არა, რომ არ გვაქვს აზრი სიტუაციაზე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ჩავერთოთ სხვა საკითხების გადაწყვეტაში“ , – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ავტორი