ინდაურის და ქათმის ფასი, ოზურგეთის ბაზარში, დაუჯერებელ ნიშნულს აღწევს.
_არ მკითხოთ ინდაურის ფასი, უფრო სწორად, დაკლებაზე არ იყოს ლაპარაკი. მამალი ინდაური 200 ლარი ღირს. არ დააკლდება! წონას და ფერსაც ნუ იკითხავთ, – ხუმრობანარევი ნიშნისგებით გვითხრეს აქ.
45-50 ლარი ღირს ზრდასრული ქათამი.
_ახალი წლის მოახლოებას ნუ დააბრალებთ. ინდაური რახანია გაძვირებულია. ქათამიც არანაკლებად გაძვირდა. არ ჰყავს ხალხს. გაზრდა და ჭამა უნდა. ყანას არავინ თესავს და რანაირად გაზრდი ნაყიდი სიმინდით? – კითხვის დასმამდე თავად განგვიმარტეს აქ შინაური ფრინველის რეალიზაციაზე მომუშავე ქალბატონებმა.
ერთმა მათგანმა კი მოგვაძახა, გოჭის ყიდვა თუ გინდოდეთ, ცოცხალი წონით ახლა 15 ლარი ღირს ერთი კილოგრამი და სჯობს, იყიდოთ, საახალწლოდ გოჭი ნამდვილად გაძვირდებაო.
ფასების ახლებურ კლება-მატებაზე „გურია ნიუსი“ მალე ვრცლად გიამბობთ.
ავტორი