https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ფეხბურთს შთამბეჭდავი ბუნებრიობით ხატავს“

20:04; 27.02.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიმდინარე შაბათ-კვირა ქართველი სპორტის თაყვანისმცემლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის პირველობაზე მორიგ გამარჯვებას მიაღწია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის „ლა ლიგაში“ გამარჯვების გემო გაიხსენა. საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა და პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

ისლანდია 80:77-ს იგებდა, როდესაც ზედ საფინალო სირენის წინ სასროლ პოზიციაზე ფრიდრიკსონი დარჩა, თუმცა, სამქულიანი ააცილა და ემოციებმაც იფეთქა… სამი ქულით მარცხი გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდა.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.

ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს.

ფინალური სტადიის წილისყრა 29 აპრილს შედგება, თუმცა, ცნობილია იმ არჩევანის შესახებ, რომელიც მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს. მოგეხსენებათ, მასპინძლებს უფლება აქვთ ჯგუფში თითო მეტოქე ჯერ კიდევ წილისყრამდე დაასახელონ. შედეგად, უკვე ვიცით, რომ აშშ-ს ნაკრები ფილიპინებში ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში.

იტალიის საფეხბურთო პირველობაზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გაჩერებას არ აპირება და ჩემპიონის წოდებას სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება.

ნეაპოლურმა გუნდმა „სერია A“-ს 24-ე ტურში „ემპოლის“ სტუმრად აჯობა – 2:0. ხვიჩა კვარაცხელიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ორივე გოლში მისი წვლილი ძალიან დიდია.

მე-17 წუთზე ხვიჩამ არაჩვეულებრივი პასი გაუკეთა პიოტრ ჟელინსკის, რომელმაც ერთი შეხებით კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა, იქ კი, „ემპოლის“ მცველმა ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. ნათელია, რომ მომენტში გარდამტეხი კვარას დიდებული პასი იყო.

10 წუთის შემდეგ ხვიჩამ უკვე საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ არცთუ კარგად, იქვე ვიქტორ ოსიმენი იყო ჩასაფრებული, რომელმაც დამატებაზე ივარგა და სხვაობა გააორმაგა.

კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ 70-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდწილად მარიო რუის გაძევებით იყო განპირობებული, რომელიც ერთი წუთით ადრე გააძევეს და იტალიელ მწვრთნელის გუნდის გადაწყობა მოუწია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველის გარჯა შემდეგნაირად შეაფასა:

Calciomercato.it – „ბურთთან რბილი შეხებით ტკბება, თანაგუნდელებთან კოორდინირებულად მუშაობს, მისი მოქმედება ხსნის ანგარიშს და მეორე გოლიც მისი დარტყმის შედეგია. როგორც ყოველთვის, გადამწყვეტი“.

Tuttomercatowet –  „ჩვეულებრივ, გადამწყვეტი ეპიზოდებში. ორივე გოლში ჰქონდა წვლილი და „ემპოლის“ დაცვას საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა“.

Tuttonapoli –  „ბურთთან ყოველი შეხება ბრწყინვალებაა. დარტყმა, რომლის შედეგადაც ოსიმენმა გაიტანა. „ემპოლი“ ხშირად ორი მეტოქით ეთამაშებოდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა გამოსავლის პოვნას და გათავისუფლებას“.

Calciomercato.com –  „ემპოლის“ ავტოგოლი შორეულ ძელთან მისი ფუნჯით დახატული პასით გავიდა. ასევე მონაწილეობს მეორე გოლში“.

Corriere Dello Sport –  „ფეხბურთს შთამბეჭდავი ბუნებრიობით ხატავს, მისთვის ყველაფერი მარტივია. ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. პირველივე მცირე უყურადღებობაზე, თამაშგარის ხაზის დაუცველობის გამო სპალეტისგან ინგლისურად საყვედურს იღებს. მეორე ტაიმში დაღლილობისგან სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ეს ნორმალურია“.

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს: ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერში გაუმჯობესდა. შარშან გვიჭირდა ბალანსის და კომპაქტურობის პოვნა, რომელიც ახლა გვაქვს. მატჩებში არის სურათები, რომლებიც შეიძლება გამოგრჩეთ: „სასუოლოსთან“ ისეთი რამ ვნახე, რაც ფეხბურთში 25 წლის განმავლობაში არ მქონდა ნანახი – კუთხურის დროს ბურთი დავკარგეთ და ჩვენი 10 მანიაკი ფეხბურთელი დაცვაში ბრუნდებოდა, რომ გოლი არ გაგვეშვა. დიდი ჰარმონიაა, ყველა ფეხბურთელი თავის თანაგუნდელს ეხმარება.

მეტოქეების უხეშობა? როცა კვარას დონის ფეხბურთელი გყავს, რთულია მეტოქემ ის ჯარიმის გარეშე არ შეაჩეროს, ამიტომაც, ზოგჯერ ამ მეთოდს მიმართავენ. მისნაირი ძლიერი ფეხბურთელისთვის ეს ნორმალურია. იტალიელი მსაჯები უმაღლესი დონის არიან, შემთხვევითობა არაა, რომ ევროტურნირების ფინალებს ხშირად იტალიელები მსაჯობენ.

სკუდეტო? ფეხბურთელებმა იციან, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შანსი გვაქვს და ეს უნდა გააკეთონ გულშემატკივრებისა და თავიანთი ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე ყველაფერს გააკეთებენ, ამ სეზონში უკვე ვნახეთ რაღაცები, რაც კარგის მომასწავებელია. თუმცა, ხვალინდელ ქათამს, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია, ჯერ უმჯობესია მატჩიდან მატჩამდე ვიფიქროთ და ძალიან შორს არ გავიხედოთ.

კიდევ ერთი თამაში გაშვებული გოლის გარეშე? ეს მხოლოდ დაცვის ხაზის სიძლიერის დამსახურება არ არის. ვხედავთ კიმი როგორია, რაჰმანი რამდენად განვითარდა, მაგრამ ეს მთელ გუნდს ეხება, სწორედ მთელი გუნდი ქმნის განსხვავებას და ამის ხარჯზე ვახერხებთ კარის მშრალად შენახვას“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

„ვალენსიამ“ კი ესპანურ  „ლა ლიგაში“, გასული წლის 10 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო. ამ პერიოდში გუნდს ჰქონდა რვა მატჩი, შვიდი წაგება და ერთადერთი ფრე, მათ შორის, ზედიზედ 5 წაგება, რის შედეგადაც მე-19 ადგილამდე დაქვეითდა.

„ვალენსიამ“ 23-ე ტურში „სოსიედადი“ დაამარცხა – 1:0.

გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა: სეზონში მეოთხედ და 10 ნოემბრის შემდეგ პირველად. ქართველმა მეკარემ 3 დარტყმა მოიგერია და გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ვალენსიამ“ 23 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა ჯერჯერობით დატოვა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ხვიჩა კვარაცხელია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

მორაგბე გოგონები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21 თებერვალი, 2026

რიკოთზე მოძრაობა შესაძლოა შეფერხდეს _ გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ოზურგეთელი თენგო თოიძე ვიცე-ჩემპიონია!

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო