დმანისიდან ფეხით წამოსულმა პროტესტის მონაწილეებმა ღამე ბოლნისში გაათიეს. ახლა ისინი მარნეულისკენ მიემართებიან.
“ვაჩვენებთ, რომ არ გავჩერდებით, ვაჩვენებთ, რომ არ დავღლილვართ, რომ უწყვეტი პროტესტის 122-ე დღესაც შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის!
100 კილომეტრის მანძილზე გავივლით 4 ქალაქს, 20-მდე სოფელს და ყველა სახლთან, ყველა ჭიშკართან შევძახებთ – საქართველო ადექი, აჯანყდი უსამართლობის წინააღმდეგ!
შემოუერთდი ჩვენს მარშს ბოლნისო, მარნეულო, თეთრიწყაროვ, წალკავ, გარდაბანო, რუსთავო! კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობის ძალა!
ერთად მოვითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ახალი, სამართლიანი არჩევნები! ახალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფო!”_ აცხადებენ აქციის მონაწილეები.