ფეტვის მარცვლები შეიცავს მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და კალიუმს. ფეტვს გააჩნია ოფლმდენი და შარდმდენი მოქმედება, იყენებენ წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, აძლიერებს დაზიანებულ და მოტეხილ ძვლებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და რბილ ქსოვილებს აერთიანებს.
ფეტვი აძლიერებს კუნთოვან სისტემას, ზრდის ენერგიას და კურნავს ღვიძლის დაავადებას.
ფეტვის ბურღულს გააჩნია სამკურნალო თვისებები. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მასში გვხვდება სპილენძი და მანგანუმი, ამიტომ გააჩნია სისხლის წარმოქმნის უნარი. ამასთანავე, მაგნიუმი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას.
ფეტვს შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ნარჩენი ანტიბიოტიკები, ამით კი მცირდება სიმსივნის ზრდა. ფეტვის ფაფის მიყება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკების მიღების დროს.
ფეტვის ფაფა გამოიყენება ღვიძლის, ნერვული სისტემის, ანემიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს.
































































