დღეში რამდენიმე ფინიკის მიღება საკმარისია, რათა თქვენი ორგანიზმი უზრუნველყოფილი იყოს ყველა სასარგებლო მიკროელემენტით. იგი არა მარტო აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ფინიკით თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტკბილეული.
ფენოლური ანტიოქსიდანტები – ამ ნივთიერებებს ფინიკი მოჭარბებულად შეიცავს. ისინი იცავს თქვენს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებებისგან. ლეღვსა და ქლიავშიც ეს სასარგებლო ნივთიერებებია.
რეკომენდებულია ფინიკის მიღება მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს, რადგან ის დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. საკვები ბოჭკო ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაში, ამასთანავე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. უჯრედისი ეხმარება პროდუქტს იოლად გაიაროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და წმენდს ორგანიზმს. ამას გარდა, უჯრედისი უზრუნველყოფს კარგად დანაყრებას საკვების მიღების შემდეგ.
ფინიკი შეიცავს ნახშირწყლებსა და ცილასაც. ასევე მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, სპილენძს, ფოსფორს, და თქვენ წარმოიდგინეთ, მანგანუმსაც კი. ფინიკი მდიდარია ვიტამინებით: А, В, С, Е, В6.
თუ ფინიკს რეგულარულად მიიღებთ თმისა და კანის მდგომარეობა შესამჩნევად შეიცვლება უკეთესობისკენ, გაგიუმჯობესდებათ მხედველობა, უკეთ იმუშავებს თქვენი ღვიძლი, გაგიქრებათ ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი, კალიუმისა და მაგნიუმის წყალობით თქვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე, მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავი და აღარ შეგაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები.
ფინიკი საარგებლოა ღვიძლის ფიბროზის დროს. ტოქსინები აზიანებს ღვიძლის ქსოვილს და მასზე წარმოიქმნება ნაწიბურები – სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ფიბროზს. ფინიკი ეხმარება ორგანიზმს ფიბროზის თავიდან აცილებასა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

































































