ცოტა ხნის წინ თელავში კაფე-რესტორან “კაპილონში” სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა – დაშავდა ორი მამაკაცი, მათ დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სტუმრებს შორის მოხდა. ერთმანეთს რუსთავიდან და თელავიდან მიპატიჟებული ადამიანები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის დროს დაიმტვრა რესტორნის ინვენტარი.
ადგილზე პოლიცია და ორი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
წყარო: mtavari.tv