გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია დილას გაემართება.
“მომზადებული მაღალი კატეგორიის მანქანებით მივდივართ. თავდაცვის სამინისტრო გვეხმარება მძიმე ტექნიკით. ავტომობილებთან ერთად გვეყოლება 2 ბე ტე ერი. ფიზიკური ძალით თუ საკვები რესურსით დავეხმარებით მოსახლეობას. მოგვყავს საქართველოში ერთადერთი დრონი, რომელსაც ტვირთი გადააქვს. ერთია საქართველოში და ისიც ჩვენ გვეყოლება. სადაც ტექნიკით ვერ მივუდგებით, რომ საკვები მივაწოდოთ.
ახლა არის 20 ავტომობილი ჩვენს შემადგენლობაში, მაგრამ კიდევ შემოგვიერთდებიან. სამუშაო დღეების გამო უჭირთ ბიჭებს წამოსვლა. 3-4 დღე გავჩერდებით გურიაში, ოზურგეთშიც და ჩოხატაურშიც. პირველი ლოკაცია სადაც გავჩერდებით იქნება ოზურგეთი”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ არველაძემ.
საქართველოს ოფ-როუდერთა ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში კი ვკითხულობთ:
“ძმებო,დებო,მეგობრებო და საქართველოში მაცხოვრებლებო.მოგეხსენბათ გურიაში განვითარებული პრპბლემების შესახებ.როგორც ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ და ჩავიდეთ ადგილზე.ვახდენთ როგორც ტრანსპორტის,ასევე ფინანსური და სასურსათო რესურსსების მობილიზებას.ხვალ გავდივართ გურიის დასახმარებლად.დავდგეთ ყველა გვერდში.გავერთიანანდეთ ერთი საერთო საქმისთვის.ვისაც მძიმე ტექნიკა ან მომზადებული 4×4 ავტომობილი ჰყავს შემოგვეხმიანეთ ნომერზე: 591 14 70 50
ვინც წამოსვლას ვერ ახერხებთ დაგვეხმარეთ რომ მობილიზება გავაკეთოთ.
გვესაჭირეობა:
ფინანსური რესურსი;
სურსათი ჩარჩენილი ხალხისთვის;
ეკიპირება- საბუქსირე თოკები,ჯაჭვები და ა.შ.
პლედები და ყველა საჭირო ინვენტარი, რაც დიდთოვლობაში გაგვიმარტივებს სამაშველო ოპერაციებს.
აქვე ვდებ ანგარიშის ნომერს:
GE89BG0000000524671238
მიმღები: საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია.
დანიშნულება: გურიის დასახმარებლად”.