ფლორიდას ქარიშხალი მილტონი დაატყდა თავს. სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი მესამე კატეგორიის სიმძლავრის შტორმია.
როგორც euronews იუწყება, 2.6 მილიონზე მეტი სახლი და ბიზნესდაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი.
აშშ -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ, რასაც მან “საუკუნის ქარიშხალი” უწოდა.
ბაიდენმა დასძინა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საკვებს და 40 მილიონ ლიტრ წყალს, ასევე სამხედრო ერთეულებისთვის, რომლებსაც საძიებო და სამაშველო ჯგუფები აქვთ, ქარიშხლის შედეგებისთვის.