ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დეპუტატის მანდატისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძვის – გიორგი ხახუბია ,,ქართული ოცნებიდან” და ბესიკ წულეისკირი – “პოლიტიკური გაერთიანება ,თავისუფალი საქართველოდან “.
წელს პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.
ფოთში 17-ივე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე საარჩენო უბანზე დაფიქსირდა შეფერხება, რაც ხმის დამთვლელ აპარტთან იყო დაკავშირებული.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ განაცხადა, შედგა შესაბამისი აქტები. მისივე განმარტებით, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და აღნიშნულ შეფერხებას არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ცნობისთვის, 26- ე მაჟრიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის 70-ე, სენაკის 64-ე და ხობის 66-ე ოლქები შედის, სულ 105 404 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში სულ 17 უბანია გახსნილი და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 40 598 შეადგენს. სენაკის 64-ე ოლქში 34 საარჩევნო უბანია და 38 255 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო ხობის 66-ე ოლქში 24 უბანია გახსნილი და 26 551 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. შეგახსნებთ, შუალედური არჩევნები ცესკო-მ მას შემდეგ დანიშნა, რაც 2022 წლის 27 ოქტომბერს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ავტორი