ფოთში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ფოთში 23 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქ საარჩევნო უბანი 07.00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08.00 საათზე დაიწყო.
“ფოთის საოლქოში შემავალი 23-ვე საუბნო საარჩევნო კომისია 06:45 წუთზე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. 08:00 საათამდე განსახორციელებელი პროცედურები თავმჯდომარეებმა ჩაატარეს ყველამ კანონის სრული დაცვით და უკვე 08:00 საათზე მიღეს პირველი ამომრჩეველი. ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს “, – ამბობს ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საალომე როდონაია.
ფოთში სულ 40 479 ამომრჩეველია რეგისტრიტებული. ყველა საარჩევნო უბანი ელექტრონული ტექნოლიგიის გამოყენებით მუშაობს. ფოთში არჩევნებს როგორც ადგილობრივი , ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომამადგენელები აკვირდებიან.
ავტორი