ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მამაკაცი მარტო ცხოვრობდა, გვიან ღამით გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

































































