ფოთში, ცოტა ხნის წინ, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცი ტერიტორიას ასუფთავებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია. უწყების თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
[sexy_author_bio]