ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.
ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს” – წერია განცხადებაში.