,,სოლიდარობა უკრაინას, რუსეთი ოკუპანტია” – ამ სლოგანით ფოთში, 8 აგვისტოს მემორიალთან, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს და უკარაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ამასთან, მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსეთის დროშა საჯაროდ დაწვეს.
,,ჩვენ მოვედით 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან და ყვავილებით შევამკეთ იგი. მე, პირადად, განმიახლდა ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტოში განვიცადეთ. მაშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილი დაიბომბა და მათ შორის იყო ქალაქი ფოთიც. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს,” _ განაცხადა საკრებულოს წევრმა ,ნაციონალური მოძრაობიდან” ჟანა ჩაჩავამ.
[sexy_author_bio]