ჩოხატაურის ახალგაზრდულ–სტუდენტური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები ქალებისთვის” ინიციატივით, ფოტოკონკურსი _ „რა ყოფილა გურია“ ჩატარდა.
გამარჯვებულები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გამოავლინა და კონკურსის მონაწილეებს ივლიტას ბიბლიოთეკაში მასტერკლასი ჩაუტარა. I ადგილის მფლობელი ანა ხუნდაძე გახდა; II ადგილი მარიამ დუდუჩავამ დაიკავა; III ადგილი წილად ერგოთ მარიამ ბარამიძეს, თიკო ფუტკარაძესა და საბა ჯინჭარაძეს. გამარჯვებულ კონკურსანტებს მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები გადაეცათ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved