ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხრიალეთის საარჩევნო უბანზე 60/38 ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში თავისი არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენს ფოტო გადაუღო. ეს ინფორმაცია ადგილზე მყოფმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა გვითხრა.
„ნამდვილად გადაუღო არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიულეტენს ფოტო. ჩვენ ამ ქალბატონს ვუთხარით, რომ ეს არ შეიძლებოდა და ფოტო წაშალა. მეორე შემთხვევას ჰქონდა სავარაუდოდ ადგილი, მაგრამ როდესაც ტელეფონი გვანახა, ფოტო არ აღმოჩნდა,“ – გვითხრა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა.
60/38 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ლია გოთუამ გვითხრა, რომ ტელეფონის გადაღების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ავტორი