დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა – ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
საკრებულოს მიერ გავრცელებულ ტექსტიდან ასევე ვიგებთ: კომისიის სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტები’’-ს შექმნის თაობაზე განცხადება განიხილეს. ფრაქცია „ევროპელი სოცილისტები“ სამი წევრით დაკომპლექტდა, ფრაქციას დავით ხურციძე უხელმძღვანელებს. კომისია დადებით დასკვნას ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფრაქციაში ასევე მოიაზრება „ქართული ოცნების“ სიით გასული წევრი ხათუნა ცერცვაძე და დაბა ლაითურის დეპუტატი გიორგი გაბისიანი.
ფოტო:ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო


































































