საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ კვირას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასავლეთ საქართველოში ფუტკრის გავრცელებულ პარაზიტთან ბრძოლის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეჯერდნენ, რომელმაც ამ მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები უნდა განსაზღვროს.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ალეკო პაპავა იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც მეფუტკრეებმა დაავადების მართვისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადადგან: „ტრიფოლელაფსის მართვისას სპეციფიკური ელემენტებია დასამატებელი – ზოოტექნიკურ მეთოდებისა და ორგანული მჟავების გამოყენებაზე მეტი ყურადღების გამახვილება. მთავარია, რომ ყველა ამ ქმედებამ მეფუტკრეობის პროდუქტების დანაგვიანება არ უნდა გამოიწვიოს“.
გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი საინფორმაციო კამპანიაზე მუშაობას დასავლეთ საქართველოდან დაიწყებს და შემდეგ ის ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს და სოფელს უნდა მისწვდეს, რათა პარაზიტის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმისა და გაიდლაინების შემუშავებაზე დამოუკიდებლად მუშაობს სამინისტრო და გაერთიანება.
„ამ პარაზიტის სამართავად საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება და სამინისტრო ადგენს გეგმას, შესაბამისად, მოხდება შეთანხმება. ველით სამინისტროსგან წერილობით ინფორმაციას და ჩვენი პასუხიც დაუყოვნებლივ იქნება, რადგან ჩვენ დაწყებული გვაქვს მოქმედება და ჩვენს სოციალურ სივრცეებს აქტიურად ვიყენებთ, რათა არსებული ინფორმაცია, რაც შეიძლება გავავრცელოთ.
თუმცა აუცილებელია საქართველოს მთლიანად დაფარვა და ყველა მეფუტკრის გაფრთხილება“, – განაცხადა ალეკო პაპავამ.
#რედაქტ2-ის კითხვას – ტრიფოლელაფსისთან ბრძოლისას სახელმწიფოს მხრიდან მეფუტკრეები რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებენ და ხომ არ განიხილება სუბსიდირების მექანიზმი გამოყენება ამ კუთხით, მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „სამინისტროში შეხვედრაზე ამ დაავადებასთან ბრძოლისას სუბსიდირების საკითხი დაისვა, თუმცა უნდა ვნახოთ რას შემოგვთავაზებს სამინისტრო ამ კუთხით. ეს შეიძლება იყოს მეფუტკრეების დახმარება პრეპარატებით – ორგანული მჟავებით. სახელმწიფოსთან შევთანხმდებით მეფუტკრეების პირველად საჭიროებებზე“.
წყარო: bm.ge
























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)








