საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ისტორიული მატჩამდე რამოდენიმე საათი აშორებს. ისტორიაში პირველად ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ევრო 2022-ის პირველ შეხვედრაში საქართველო აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩემპიონატი ნინდერლანდებში ტარდება, ჩვენი ნაკრების თამაში გრონინგენის მარტინი პლაზაში, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
D ჯგუფში ჩვენი ნაკრების გარდა ესპანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და აზერბაიჯანის ნაკრებები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აზერბაიჯანის წინააღმდეგ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).
მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]