ჰიტლერის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მოდიოდნენ გერმანელი ოფიცრები.
მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს. სურათზე ასახული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება.
ერთხელ მასთან ატელიეში მივიდა გესტაპოს აგენტი. ამოიღო ჩანთიდან სურათი და ჰკითხა:
– ეს თქვენი ნამოღვაწარია?
– არა. თქვენი, – უპასუხა პიკასომ.