ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ, პოლიციას და სამხედროებს კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა მისცა, ამის შესახებ ინფორმაციას khaleejtimes – წერს
როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტმა პოლიციელებს უბრძანა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომებს ვინც დაარღვევს და სამართალდამცველებს არ დაემორჩილება, დაუყოვნებლივ დახვრიტონ.
“თუ ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ”, – განაცხადა ფილიპირენების პრეზიდენტმა.
ფილიპინებზე კორონავირუსის 2311 შემთხვევაა დადასტურებული, 96 ადამიანი კი გარდაიცვალა.