ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის სპეციალური რეისის ერთ-ერთ პილოტს, რომელსაც ჩინეთიდან საფრანგეთში 16 მილიონი პირბადე უნდა ჩაეტანა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ – ,,french china“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, COVID-19- ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ითხოვს ყველა ქვეყანაში ტესტირების ჩატარებას ქვეყანაში შესვლამდე. ტესტის გავლის შედეგად, სამმა ფრანგმა მფრინავმა ტესტირება გაიარა, ხოლო ერთ-ერთ პილიოტს COVID-19 დაუდასტურდა და ის მაშინვე კარანტინში მოათავსეს.
როგორც გამოცემა წერს 16 მილიონი პირბადე შანხაიდან საფრანგეთში 6 აპრილს უნდა ჩაეტანათ, თუმცა აღნიშნული შემთხვევის გამო ტვირთის გადაზიდვა დაიბლოკა. ფრანგულმა მხარემ ტვირთის საფრანგეთში ჩასატანად ახალი ეკიპაჟი გააგზავნა.
გამოცემის ცნობით, ახალი Air France-ს თვითმფრინავი ჩარლზ დე გოლის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა შანხაის მიმართულებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.