UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ჩემპიონის, პიოტრ იანის თქმით, მომდევნო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. ინფორმაციას 1TV.ge ავრცელებს.
„შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან მელის. ორგანიზაცია მას ჩემთან რემატჩს დაჰპირდა“, – განაცხადა იანმა.
დვალიშვილსა და იანს შორის აღნიშნული ბრძოლა მესამე იქნება. პირველი შეხვედრა 2023 წელს შედგა და ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
მეორედ მებრძოლები 2025 წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამჯერად გამარჯვება იანს დარჩა და UFC-ს საჩემპიონო ქამარიც დაიბრუნა.
გავრცელებული ცნობით, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა დვალიშვილსა და იანს შორის 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს შედგება.




































































