როგორც უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, იგი უკრიანაში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს.
“17 იანვარს დავბრუნდები კიევში, რომ გამოვცხადდე სასამართოში; აგრეთვე, გამოვიყენებ სახალხო დეპუტატის უფლებას, დაუყოვნებელი მიღების შესახებ და გავმართავ შეხვედრას გენერალურ პროკურორთან”, _ წერს პოროშენკო.
მისი თქმით, იგი ბრუნდება არა იმისთვის, რომ თავი დაიცვას უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან, არამდე დაიცვა უკრაინა “არაკომპეტენტური ხელისუფლებისა და გარეშე აგრესიისგან”.
როგორც ცნობილი, უკრაინის საგამოძიებო ბიურომ პოროშენკოს აცნობა, რომ არსებობს ეჭვი ყოფილი პრეზიდენტის მიერ სამშობლოს ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში.