ტელეკომპანია “5 არხის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნათია კირცხალია ფეისბუქზე იმ პირბადეების შესახებ წერს, რომელიც ამ დღეებში სააფთიაქო ქსელებში 15, 18 და 20 თეთრად იყიდება.
“არ ვფიქრობდი ჩემს გვერდზე ამის დაწერას, კონკრეტულ აფთიაქებს და კონკრეტულ ჯგუფშიც დავწერე მაგრამ აქაც მყავხართ ბევრი ვინც ეს უნდა იცოდეთ! ხოდა რაშია საქმე! Giorgi Pkhakadze -ს ენა ხომ მოტყდა ჯერ იმის ახსნით, რომ სამედიცინო პირბადე გვიცავს და შევიძინოთ მხოლოდ სამედიცინო პირბადეები და კარგად დავაკვირდეთ არის თუ არა ხარისხიანი რომ დაგიცვათო. კოდებიც ხომ გვითხრა. მერე ხომ კამპანია წამოიწყო და მივიდა შედეგამდეც! დაწიეს აფთიაქრბმა ფასი, მაგრამ საქმე რაშია? გუშინ ვიყიდე პეესპეში 20 თეთრად. ვკითხე ფარმაცევტებს რას ვყიდულობდი და არ იცოდნენ პარკებით მოდისო.არაფერი აწერიაო მაჩვენეს. ოკ. ვიყიდე აფთიაქია. ვენდე. დღეს ხომ დაწია იმპექსმა. შევიძინე მთელი ყუთი. გარედან ეწერა ერთჯერადი პირბადე. კოდები ვერ ვიპოვე მაგრამ პარკებში რომ არ დევს იმას ჯობს და ვიზუალზეც უკეთესად გამოიყურებთქო მოვიტანე. გავხსენი და ახლავს მისივე ჩინურ-ინგლისური სერთიფიკატი. სადაც წერია რომ არ არის სამედიცინო ეს პირბადეები. უარესი. ყუთის კუთხეში სამკუთხედში ისიც აწერია, რომ არასტერილურია. ხოდა კითხვა მაქვს! რატომ ვატარებ და ვიხუთავ სულს? ამიტომ გავრცელდა ეს ვირუსი ასე მკვლელად ჩვენთან აშკარაა.ამიტომაცაა ამდენი დაინფიცირებული მედიკოსიც… ერათადერთი საშუალება, პირბადე გიცავთო რომ მოგვიწოდებთ, რომელმა პირბადემ დამიცვას? არავინ არ ამოწმებს არაფერს!სირცხვილია მართლა რა! ერთი შედეგი უდაოდ გვაქვს: 50 თეთრიან პირბადეს ვყიდულობთ 15ად, მაგრამ რატომ ვიკეთებთ უკვე აღარ ვიცი!“- წერს სოციალურ ქსელში ნათია კირცხალია.