შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსხვილფეხა პირუტყვის ჯგუფურად ქურდობის ფაქტებზე 2 პირი – 1976 წელს დაბადებული კ.მ. და 1981 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი 4 ძროხა მოიპარეს და გაყიდეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.