განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვალმა გადაცემა “კურიერი P.S.”-ში ისაუბრა განათლების მიღების სექტორში დაგეგმილ ცვლილებებზე.
მინისტრის განცხადებით, შემდეგ სასწავლო წელს სკოლაში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ, შემდეგ კი თარიღი კიდევ გადაიწევს.
“სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება- მატებასთან ერთად, ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელიწადში ერთი თვით გადავწიოთ სწავლის დაწყების ასაკი. ანუ, შემდეგ წელს ეს უკვე იქნება პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებისთვის და კიდევ შემდეგ წელს 31 დეკემბრამდე. ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე სამართლიანი და სწორი წყალგამყოფი, სადაც უნდა გავჩერდეთ და შემდგომ უკვე მშობელმა თავად გადაწყვიტოს – უნდა შეიყვანოს ბავშვი, თუ არა. ამიტომ, ეს სიახლე წელს ნამდვილად გვაქვს და კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს უკვე სკოლაში შევიდა ყველა, ვინც პირველ ნოემბრამდე იყო დაბადებული.