https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პირველ რიგში, საყურადღებოა წყარო, თუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას“

14:42; 2.08.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

 მსოფლიო შეთქმულების _ ადამიანების პოპულაციის მართვის, 5G-ის “ანტენებად“ მოქალაქეების გამოყენების და სხვა აბსურდული ცრუ ინფორმაციის მასობრივი გავრცელება გასული წლის მარტიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის ინფექცია პანდემიად გამოაცხადა. თავდაპირველად, დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ერთიანი, კონსპირაციული გეგმის ნაწილია, ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა შეიქმნას და ა.შ. ხოლო მას შემდეგ, რაც ვაქცინა შემუშავდა და ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ანტიიმუნიზაციის დამაზიანებელი შტურმი საზოგადოებაზე, ძალიან აქტუალური გახდა.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარი მაიკო რატიანი თვლის, რომ  მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, განსაკუთრებით გააქტიურებულია მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში. “მსგავსი შინაარსის პოსტებს ათასობით გაზიარება აქვს და ეს, რა თქმა უნდა,  გავლენას ახდენს ადამიანების დამოკიდებულებაზე ვაქცინაციის მიმართ და გარკვეული კატეგორიის ჯგუფებში იწვევს ვაქცინის მიმართ უნდობლობას“, _ მბობს მაიკო რატიანი.

_ ყველაზე ხშირად რა სახის დამაზიანებელი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და საქართველოში მათი გავრცელების ძირითადი წყაროები თუა იდენტიფიცირებული?

_ ჩვენ გამოვაქვეყნეთ “ინფოდემიის“ ანგარიში, რომელიც მოიცავდა ერთი წლის ინფორმაციას, ანუ  2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვარამდე და რამდენიმე ძირითადი მცდარი ინფორმაცია იყო გამოკვეთილი. ერთი, როგორც აღვნიშნე, ეს იყო ზოგადად პანდემიის ანუ კოვიდ 19 –ის უარყოფა, კონსპირაციები ვირუსის წარმომავლობის შესახებ; შემდეგ უკვე წამოვიდა დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ. იყო რამდენიმე ძირითადი ხაზი ვაქცინებთან მიმართებაში. ერთი, უშუალოდ შეეხებოდა რნმ _ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილ ვაქცინებს. მათზე ამბობდნენ, რომ თითქოს გამოუცდელია, ექსპერიმენტულია და ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოში, თითქოს იწვევს ძალიან რთულ გვერდით ეფექტებს, ცვლის ადამიანის გენს და ა.შ. გამოიკვეთა კონკრეტული აქტორები, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედია, როგორიცაა “სპუტნიკი“… “სპუტნიკ საქართველოს“ სტატიებში ხაზგასმულია, თითქოს ავტორიტარული ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, უკეთ გაუმკლავდა პანდემიას, ვიდრე ევროპა. ხშირად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია დასავლურ ვაქცინებზე “ასტრა ზენეკასა“ და “ფაიზერზე“; ცალსახად ხაზი იყო გასმული რუსული ვაქცინის “სპუტნიკ V “-ის უპირატესობაზე.

_ რა სახის მექანიზმები არსებობს ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ და როგორ მუშაობს ეს მექანიზმები საქართველოში?

_ ჩვენ, “მედიის განვითარების ფონდს“ გვაქვს ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „მითების დეტექტორი“ და ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ როგორც ტრადიციული, ისე სოციალური მედიის მონიტორინგს. ვფილტრავთ ინფორმაციას და შემდეგ უკვე ხდება ამ პოტენციური დეზინფორმაციის გადამოწმება და მასზე სტატიების მომზადება. ამას  დიდი ხანია ვაკეთებთ, თუმცა მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, ეს არის ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამა. ფეისბუქისეს პროგრამა, ზოგადად 2016 წლიდან მოქმედებს, თუმცა, საქართველოში არ ოპერირებდა 2020 წლის სექტემბრამდე. შემდეგ უკვე დაიწყო თანამშრომლობა ორ ორგანიზაციასთან _ „მითების დეტექტორთან“ და „ფაქტ მეტრთან“; ჩვენთან მოდის მომხმარებლების მიერ დარეპორტებული ინფორმაცია, ასევე ისეთი ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენ ვახდენთ ფაქტების გადამოწმებას და მასზე სტატიის მომზადებას, ჩვენი სტატიების მეშვეობით, ის კონკრეტული პოსტები, რომლებიც შეიცავენ დეზინფორმაციას, ინიშნება ყალბ ინფორმაციად. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პოსტი, რომელსაც გარკვეული ფეისბუქ მომხმარებლები ავრცელებენ და რომელიც არის მცდარი ინფორმაცია, არსად არ მიდის, არ იშლება, თუმცა მას ედება გაფრთხილება და კონკრეტული სტატიაა მასზე მიბმული, რომელშიც არის აღნიშნული, თუ რა ტიპის დეზინფორმაციას შეიცავს აღნიშნული პოსტი და რომელი რეალური ფაქტია მასში ასახული. მკითხველს უკვე თავად შეუძლია გააკეთოს არჩევანი წაიკითხოს სტატია და იქვე რეალურ ფაქტსაც გაეცნოს, წაიკითხოს ის დეზინფორმაციული პოსტი, რომელიც ფეისბუქ მომხმარებელმა ან კონკრეტულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. მას უკვე აქვს ალტერნატივა, თითონ გააკეთოს არჩევანი, თუ რომელს ენდოს. მთავარია, ამ მონიშვნის შემდეგ, ეს მექანიზმი ზღუდავს გავრცელების შესაძლებლობას და ნაკლებ ადამიანამდე მიდის დეზინფორმაციული პოსტი. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ფეისბუქ გვერდი ან მედია საშუალება სოცქსელში განმეორებითად გააზიარებს მცდარ ინფორმაციას, მას უკვე შემდგომ ეზღუდება რეკლამირება.

– დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს, რა წვლილი მიუძღვის ყალბ ამბებს, რა გავლენას ახდენს ეს ამბები ვაქცინაციის, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყენების პროცესზე? არსებობს თუ არა კონკრეტული მაგალითები, თუ როგორი გავლენა მოახდინა ყალბმა ამბავმა/ინფორმაციამ მოქალაქის ცნობიერებაზე, საზოგადოებაზე, პროცესზე….

_   ვაქცინაციამდე ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ვნახეთ, რომ მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. ზუსტი კვლევა, დეზინფორმაციამ იქონია გავლენა ამ ადამიანებზე, თუ მანამდეც ჰქონდათ ეს განწყობა, არ ჩატარებულა, მაგრამ, რასაც დეზინფორმაციული პოსტებიდან და გაზიარებებიდან, ასევე, აუდიტორიიდან გამომდინარე ვხედავთ, დიდი ალბათობით – იქონიებდა.

ახლა, როცა ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ნახევარი მილიონი დოზა “ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა საქართველოში, ისევ დაიწყო დეზინფორმაციის ახალი ტალღა, თანაც, ამ ყველფერს ძალიან ორგანიზებული სახე ჰქონდა. მაქსიმალურად მოახდინეს ამ დასავლური ვაქცინების დისკრედიტაცია კონკრეტული ტიპის პოსტებით, მაგალითად, აი, ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო აცრილი, ჰოსპიტალიზებულია მძიმე მდგომარეობაში. აღწერილია “კონკრეტული შემთხვევები“, როცა სახელი და გვარი არ არის იდენტიფიცირებული და მოხსენიებულია, როგორც ნათესავი – რომელიც, თითქოს იყო აცრილი და მაინც მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა მიერთებული… ეს, ცხადია, ცუდად მოქმედებს სხვა ადამიანების განწყობებზე. აქვე უნდა ვთქვათ, სტატისტიკა ადასტურებს, რომ ორჯერ აცრილებში დაბალია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და ორჯერ აცრილებში კოვიდ 19-ით აღარავინ გარდაცვლილა.

 ჩვენ ხელთ არსებული მექანიზმებით მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ დეზინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს გარკვეული ზომები მიღებული, უფრო აქტიურად იყოს ჩართული, მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაიწყოს უფრო მეტი პროვაქსერული კამპანიები.

_ ქართველი ანტივაქსერები _ რა შეიძლება მათზე ვთქვათ, ეს მათი რწმენაა, განათლების დეფიციტია თუ მტრული, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარება?

_  ეს, ზოგადად, ძალიან საინტერესო, გამოსაკვლევი საკითხია და ამ ეტაპზე ჩვენს რესურსს აღემატება, მაგრამ დაკვირვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გითხრათ: არიან ისეთები (ცხადია, ყველა არა!), ვისაც გულწრფელად სჯერა და სწამს იმის, რასაც ავრცელებს… თუმცა, ძალიან საეჭვოა ანტივაქსერი ჯგუფების მოქმედება, როცა ძალიან კოორდინებულად ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას. ამასთანავე, ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ანტივაქსერი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან ხშირად თარგმნის უცხოური საიტებიდან დეზინფორმაციულ სტატიებს და ავრცელებს, არასდროს არ წასულა რუსული ვაქცინების წინააღმდეგ _ ისინი ყოველთვის ავრცელებენ დეზინფორმაციას დასავლურ ვაქცინებზე. ჩინურ ვაქცინებზეც ყოფილა შემთხვევები, თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსულ ვაქცინებზე არასოდეს გაუვრცელებიათ დეზინფორმაცია! ეს კი ძალიან საეჭვოა. მაგრამ არიან თუ არა ეს კონკრეტული ადამიანები დაკავშირებული რუსეთთან, ამის თქმა ძალიან გვიჭირს და გამოსაძიებელი ამბავია; მაგალითად, ევროპაში იყო ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთმა სარეკლამო კომპანიამ, გერმანიასა და საფრანგეთში, ფრანგ იუთუბერებს შესთავაზა თანხა იმის სანაცვლოდ, რომ ვაქცინებზე გაევრცელებინათ დეზინფორმაცია. მერე როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიას ჰქონია რუსული კავშირები. შესაბამისად, რუსული ხაზი იკვეთება ამ ყველაფერში და დიდი ალბათობით, საქართველოშიც ასეა. თუმცა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები.

_ 2020 წელს საზოგადოებისთვის მისაწვდომი იყო კვლევა “ინფოდემია“ საქართველოში, რომელიც თქვენც ახსენეთ. რამ განაპირობა ამ კვლევის ჩატარება? კვლევის მიგნებები, შედეგები და რეკომენდაციები….

_  ამ კვლევების ჩატარება განაპირობა იმ მოზღვავებულმა ცრუ ინფორმაციამ, რაც ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა. რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს, რომელიც უკვე ვახსენე რაც გამოიკვეთა და დომინირებდა, ეს იყო პანდემიის უარყოფა და ვაქცინაცია; დასავლეთის საპირწონედ ავტორიტარული ქვეყნების გამოყვანა; ასევე, შეეხებოდა რელიგიასაც და იდენტობასაც; ასევე იყო ცრუ მკურნალობაზე, დიაგნოსტიკაზე, რეგულაციებზე. ასევე იყო ქსენოფობიური კონტექსტი _ ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ კონტექსტში განიხილავდნენ ულტრანაციონალური ჯგუფები ამ ყველაფერს; განიხილავდნენ რელიგიურ კონტექსტში _ თითქოს, ლიბერალიზმისა და თანამედროვე ცხოვრების წესის გამო ღვთის სასჯელად არის მოვლენილი პანდემია.

_ კვლევას მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფოს, მესამე სექტორის, მედიის ან საზოგადოების მხრიდან?

_ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რა თქმა უნდა. ასევე, მედიაში აქტიურად გაშუქდა. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან, გარდა ბანერებისა მოწოდებით _ „აიცერი“, ამის გარდა, ეფექტური კომუნიკაცია, სამწუხაროდ, არ ყოფილა. აუცილებლად მეტი უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ NCDC-სთან ვთანამშრომლობთ და ეს ძალიან კარგია. აი, კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც ავრცელებენ, რომ ვიღაც გარდაიცვალა აცრის შემდეგ, გვაქვს კომუნიკაცია NCDC-სთან და ეს არის მაქსიმუმი იმ ურთიერთობისა, რაც შედგა და აეწყო. ამის იქით არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

_ ინტერვიუს ბოლოს, რამდენიმე რეკომენდაცია საზოგადოებას: როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბები და როგორ ვებრძოლოთ მათ გავრცელებას?

   _ პირველ რიგში, აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ  წყაროს, ვინ ავრცელებს ინფორმაციას, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, რამდენად სანდოა. ხშირად სპეციალურად იმისთვის იქმნება საიტები, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია. ასეთ საიტებს ჩვენ ვეძახით ეგრეთ წოდებულ “ქლიქბეითებს“, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელზე არიან ორიენტირებულები. გვქონია შემთხვევები, რამდენიმე კვირის შექმნილი საიტები დებენ  ცრუ მკურნალობას კოვიდ 19-ზე, თითქოს, ნიორი და ნიშადურის სპირტი კურნავდა კოვიდ-19-ს. მათი მიზანი იყო ადამიანს “დაეკლიკა“, გადასულიყო საიტზე და ნახვების რაოდენობის მიხედვით მოეპოვებინათ ფინანსური სარგებელი.  ასეთი საიტები ხშირად იპარავენ სახელებს და შესაძლოა კლონირებული საიტებიც შექმნან. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ქართული BBC და ქართული CNN განსხვავებული დაბოლოებებით, ან “რუ“ ჰქონდა დაბოლოებაში ან “ჯი“, რეალურად კი რეგისტრირებული იყო სანკტ–პეტერბურგში. ეს გვერდები ახდენდნენ ამ ცნობილი მედიასაშუალებების სახელების კლონირებას, რაც მიზნად ისახავდა ადამიანების შეცდომაში შეყვანას. ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ გამავრცელებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ოფიციალური კვლევები, რაც ქვეყნდება მათ შორის, სამეცნიერო ჟურნალებში; ეს არის ის კვლევები, რასაც უკვე სამეცნიერო წრეებში გავლილი აქვს შემოწმება და სანდოა. შესაბამისად ჩვენთვის ეს კვლევაა ამოსავალი და არა რომელიმე არკვალიფიციური ადამიანის ნათქვამი.

_ მედიის განვითარების ფონდის თანამშრომლებზეც ხომ არ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას “ტროლები“ და “ბოტები“?

_    რადგან “ტროლების“ ამოცნობაზეც ვმუშაობთ, ხშირად ჩვენივე მასალაზე აკომენტარებენ ხოლმე ან ჩვენზეც ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ძალიან ბევრი “ტროლი“ გვყავს ამოცნობილი, იდენტობას მალავენ ან სხვა ადამიანის იდენტობას იპარავენ. რუსული სოციალური ქსელიდან იპარავენ სხვა ადამიანის ფოტოებს და ქართულ სახლს და გვარს აწერენ და ასე ფუთავენ. გვიგზავნიან მუქარის წერილებსაც, თითქოს ჩვენ მათ ვუზღუდავთ უფლებებს ფეისბუქზე, ვუშლით პოსტებს და ა.შ. ეს არის მათი მხრიდან გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაცია _ ფაქტ ჩეკინგის პროგრამაში არ შედის მათი პოსტების დაბლოკვა და წაშლა. ფეისბუქმა შეიძლება წაშალოს კონკრეტული ადამიანის პოსტი, თუ ის არღვევს ფეისბუქის საზოგადოებრივ სტანდარტებს. ფაქტ ჩეკინგის პროგრამაში ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მათი პოსტების მონიშვნა მითითებით, რომ ის შეიცავს დეზინფორმაციას; მათი პოსტები არ იშლება თუ თვითონ არ წაშლიან მას.

[sexy_author_bio]

ვაქცინაციამაიკო რატიანი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

მზეზე მიღებულმა დამწვრობის შემთხვევებმა მოიმატა- გუგა ქაშიბაძე

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო