საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 15 საათის მონაცემებით, ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 43,64%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ლანჩხუთში 38 საარჩევნო უბანია და მეორე ტურისთვის ამომრჩეველტა საერთო რაოდენობა 29 254 ადამიანითაა განსაზღვრული და ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 12 765 ადამიანი გამოცხადდა.
ცნობისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, 39,29% (11 475 ადამიანი) ქონდა საკუთარი არჩევანი დაფიქსირებული.
საარჩევნო პროცესი ლანჩხუთში მშვიდად მიმდინარეობს და ამ დრომდე საარჩევნო ოლქში არც ერთი საჩივარი არ შესულა დარღვევის თაობაზე. აღსანიშავია, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად, მმართველი გუნდის მხარდამჭერები იმყოფებიან, რომელთა შორის უმეტესობა სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული პიროვნებები არიან.