უნცია ოქროს ფასმა სიმბოლურ ზღვარს 2 ათას დოლარს გადააჭარბა და ფასმა 2027,3 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutshe welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ასეთი მაჩვენებელი ბირჟაზე COMEX, სამშაბათს ვაჭრობის დროს დაფიქსირდა. აღნიშნული, ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, აქამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ღირებულება 1921, 18 დოლარს შეადგენდა.
ექსპერტები, ოქროს ფასის ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ არაპროგნოზირებად გარემოს უკავშირებენ. ოქრო ინფლაციისა და ვალუტის გაუფასურებისგან დაცვის საშუალებად განიხილება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფასი ახალ მაქსიმუმს მიაღწევს. როგორც ისინი ფიქრობენ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ერთი უნციის ფასი 2 300 დოლარამდე გაიზარდა.