ჰოლივუდი ამერიკის ეროვნული სიამაყეა, ამიტომ არავის უკვირს პრეზიდენტები ძალიან ხშირად და დიდი სიამოვნებითაც რომ იხსენებენ საყვარელ ფილმებს. ასე რომ, მოდით ვნახოთ ამერიკის რომელი პრეზიდენტი, რომელ ფილმს ანიჭებს უპირატესობას.
ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ აღმერთებდა ფილმ ”ქარწაღებულებს”. მისი განცხადებით, ვივიენ ლისა და კლარკ გეიბლის დუეტი კინოს ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავია.
რონალდ რეიგანმა საუკეთესოს ტიტული ფილმს ”ეს შესანიშნავი ცხოვრება” მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ მის ფოლადისებურ ხასიათს სრულებით არ შეესაბამებოდა 1946 წლის ოჯახური დრამის ეს დამტკბარ–დაშაქრული სურათი.
ჯერალდ ფორდმა, საყვარელი ფილმის სახელწოდება უკვე ექს–პრეზიდენტის რანგში გაამხილა და გამოტყდა, რომ ”მარტო სახლში”, რომლის მთავარი გმირი მაკოლეი კალკინია, მისი საყვარელი ფილმია.
აი, ლინდონ ჯონსონი ვესტერნის ჟანრს ანიჭებდა უპირატესობას, რის გამოც მან საყვარელ ფილმად ”დილიჟანსი” დაასახელა.
ჯონ კენედის საყვარელი ფილმი ”ცუდი დღე ბლექ როკში იყო”, ფილმი რომელმაც მარტო ”ოსკარის” ნომინაცია კი არა, ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემიაც მოიპოვა, მამაკაცის საუკეთესო შემსრულებელს კი კანის კინოფესტივალის პრიზი ერგო.
საგულისხმო ფაქტია, რომ რიჩარდ ნიქსონს, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს ერთი საყვარელი ფილმი ჰქონდათ – 1952 წელს გადაღებული ვესტერნი ”ზუსტად შუადღისას”, ჰარი კუპერით მთავარ როლში.
ავტორი