85 წლის ასაკში საქართველოს „პირველი არხის“ ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.
ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.
დავით სოკოლოვს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ წელს ვარსკვლავი გაუხსნეს.
წყარო: 1tv.ge