საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან, პარიზის ოლიმპიადაზე პირველი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა სარდლიშვილი ისრაელის წარმომადგენელს, იამ ვოლჩაკს დაუპირისპირდა.
არბიტრების გადაწყვეტილებით, ამ მომენტში, ისრაელის სპორტსმენმა აკრძალული მოძრაობა გააკეთა და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, რაც ოლიმპიური წესების თანახმად დასაშვები არ არის. გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.