ოზურგეთელი რომა კალანდაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას უზიარებს მეგობრებს.
“თქვენთან არ ვიცი, რა ხდება, ხალხო, მაგრამ გურიაში, უშუალოდ სოფელ დვაბზუში რა ხდება თუ გოჭის ყიდვა მოგინდება. ჩვენ გვინდა ვიყიდოთ, თან ზამთრის სავარაუდო სირთულის გათვალისწინებით, ორსაც შევეთამაშებოდით. სამეზობლოში არავის ჰყავს, შევეგუეთ მაგ ფაქტს.
ბორიას ღორს მუცელი ჯერ არ ეტყობა, ისე დანავარდობს და მაგას ვერ დაველოდებით.
ბახვში ყოფილაო მევიდა ხმა, სამჯერ დავრეკეთ და სამჯერ გამევიყვანეთ ქალი ეკლესიიდან მაგის გასარკვევად და საკითხავად, პასუხი უარყოფითია _ პირველი გოჭობაა, ორი უკვე შეკვეთილია და ორი ქი მინდა მეო, _ პატრონმა.
მერე სულ ახლოს ჰყოლია ყურისძირში მეზობელს. ქუჩაში მიმავალი დავიჭირეთ და საღადაა, გავყიდე უკვეო. დავრეკეთ ჩოხატაურში _ ერკეთში, იქ მცხოვრებს არ ჰყავდა, მაგრამ ჩემ ძმას უნდა ჰყავდეს ფოთშიო, ჩამოყვანაზე თანახმა ვიყავით, ჩემ გარდა კიდე უნდა მეზობელ სამ ოჯახს და შევზიარდებოდით, მარა გაყიდულია ყველა – თხუთმეტივე. მერე დავჯექით და დავრეკეთ მერიაში, ლანჩხუთში, შრომისუბანში, ჯუმათში, ჭალა-ბოხვაურში, მაკვანეთში, გომში, ხიდისთავში და ნებისმიერ ფასად მზად ვართ გოჭი ჩავიგდოთ ხელში, უზრუნველვყოთ ტრანსპორტირება, დავარღვიოთ საგანგებო რეჟიმი და შევაგდოთ საღორეში, უკვე სპორტული ინტერესი მაქვს მე პირადად, გოჭი რაფერ ვერ უნდა ვიყიდო-მეთქი, გოჭი?!
ხოდა ბოლოს გაირკვა, რომ ლანჩხუთში, სოფელ ჯიხანჯირში ჰყოლია ვიღაცა კეთილ კაცს, ველოდებით სიტუაციის განმუხტვას, წავალთ და მოვაბრძანებთ დისტანციის დაცვით, პირბადით და ხელთათმანებით, სათუთად.
ყველზეც მოვყვე? “ _ წერს ფეისბუქში რომა კალანდაძე.