საუცხოო ფორმაში მყოფი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებული გახდა _ მან ფინალურ შეხვედრაში ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით დაამარცხა ნინდერლანდების წარმომადგენელი, ფრანკ დე ვიტი და ოქროს მედალს დაეუფლა.
ტატოსთვის ეს ზედიზედ მოგებული მეოთხე ტიტულია _ ბოლო 21 შეხვედრიდან მან ოცდაერთივე მოიგო.
ამრიგად, მარგველაშვილის ბრინჯაოს უმაღლესი სინჯის მედალიც დაემატა. ხოლო, ხვალ, დასკვნით დღეს, ტატამზე 6 ქართველი გამოვა და იმედია კიდევ რამდენიმე მედალი დაემატება საქართველოს ნაკრების მონაგარს. ხვალ იჭიდავებენ : ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (90 კგ);
ვაარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ); გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი (+100).