დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, კაცთა შორის -81 კილოში გაირკვა მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა. ზედიზედ მესამედ განმეორდა ფინალი, რომელშიც ორი გამორჩეული ევროპელი ჯუდოკა დაუპირისპირდა ერთმანეთ. ტატო გრიგალაშვილმა მეორედ აჯობა ბელგიელ მატიას კასეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა (2021-კასე, 2022- ტატო).
ტატო პირველი ორგზის ჩემპიონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ბრინჯაოს მედლები იაპონელმა ნაგასემ და კორეელმა ლიმ მოიპოვეს. (სწორედ კორეელი მეტოქე დაამარცხა ტატომ ნახევარფინალში)
შეგახსენებთ რომ, ტატო გრიგალაშვილის მიერ მოპოვებული ოქრო მეორე მედალია მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის. პირველი მედალი, ბრინჯაო, -60 კილოში 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
ხვალ ტატამზე ორი ქართველი ჯუდოკა გამოვა, ბექა ბექაური და ლუკა მაისურაძე. -90 კილოში ქართული ფინალი საკმაოდ რეალური ჩანს, კენჭისყრის მიხედვით ბადის სხვადასხვა მხარეს არის ქართველი სპორცმენები.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
ავტორი