ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
“პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ.
პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქვთ საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით”, _ თქვა ნათია თურნავამ.