გასული კვირის ბოლოს გურიის კურორტებზე პირველი თოვლი მოვიდა. გთავაზობთ ფოტოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთის კურორტიდან. გომისმთა დამსვენებლების ერთ ნაწილს, ჯერჯერობით, არ დაუტოვებია. ბოლო წლებია ზამთარში აქ ალპინისტები და მთის მოყვარული ადამიანები დადიან. ისინი მთის პოპულარიზაციას ეწევიან. ფოტოები სოფელ შემოქმედის მკვიდრმა სერგი ლეჟავამ მოგვაწოდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved