ლანჩხუთში პირველი თოვლი მოვიდა. უამინდობის მიუხედავად მუნიციპალიტეტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია და ტრანსპორტიც შეუფერხებლივ მოძრაობს.
უამინდობა ლანჩხუთში რამდენიმე დღეა გრძელდება, პირველი თოვლი კი წუხელ გვიან ღამით მოვიდა, რაც დილიდან წვიმამ ჩაანაცვლა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთში თოვა ისევ დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესასამსახურის ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი უმნიშვნელოა და რაიმე სახის პრობლემა არ შეუქმნია მოსახლეობისთვის.