“უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან პირველი ტრანში _ 1 მილიარდი დოალრი მიიღო”, _ წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ზე.
“უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი.
ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს.
მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ველით, რომ მოხდება ყველა რუსული სუვერენული აქტივის კონფისკაცია და უკრაინის აღსადგენად გამოყენება”, – წერს შმიგალი.