იმისათვის, რომ ევროპელებს დაემსგავსონ, სამხრეთ კორეაში ქალბატონები უჩვეულო ქირურგიულ ოპერაციებსაც კი, მიმართავენ. სულ უფრო პოპულარული ხდება პირის ბაგეების აწევის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ქალს ღიმილი სახიდან არ მოშორდება.
„პირის კიდეები, რომლებიც ქვემოთაა მიმართული მელანქოლიურ და მოსაწყენ შთაბეჭდილებას ტოვებს, აწეული ბაგეების კუთხეები კი ნათელ, მხიარულ იერს ქმნის და სახეს თავდაჯერებულ გამომეტყველებას აძლევს“, – ამბობს კორეის პლასტიკური ქირურგიის კლინიკის სპეციალისტი.
ბოლო პერიოდში აღნიშნულ ოპერაციაზე მოთხოვნა სამხრეთ კორეაში განსაკუთრებით გაიზარდა. ქალები მზად არიან რისკზე წავიდნენ, რათა მუდმივი ღიმილის ეფექტი მიიღონ.
საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეაში პლასტიკური ქირურგიის მომსახურება განსაკუთრებით პოპულარულია, რის გამოც ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
ავტორი