სტეფანი ადამსი, ფლეიბოის ყოფილი მოდელი, 7 წლის ვაჟთან ერთად გარდაცვლილი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე სასტუმრო Gotham-ში მოხდა.
პოლიციის თქმით, დაღუპულები 23-ე სართულიდან გადავარდნენ და მეორე სართულის აივანზე დაეცნენ.
გავრცელებული ცნობით, პოლიცია შემთხვევის სხვადასხვა ფაქტორებს იძიებს, მაგრამ არსებობს ვერსიაც, რომ მომხდარი შესაძლოა თვითმკვლელობა იყოს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ბავშვის მეურვეობის გამო ყოფილ ქმართან სასამართლო დავა ჰქონდა.
ყოფილი წყვილი სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარსდგა, მოსამართლემ კი სტეფანი ადამსს ზაფხულში შვილის ევროპაში წაყვანის ნებართვა არ მისცა.
როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიცია მათ საცხოვრებელ სახლში რამდენჯერმე იყო გამოძახებული.