„ლენო რეკორდსის“ სტუდიიდან ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე ონლაინ ლაივ კონცერტს გამართავს. კონცერტი 21 მარტს, 20:00 საათზეა დაგეგმილი.
კორონავირუსის გავრცელების შემდეგ არაერთმა მომღერალმა გამართა ლაივ-კონცერტი ფეისბუქის მეშვეობით. საქართველოდან პირველები იყვნენ ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ანსამბლი “ბასიანი“.
ნინო ქათამაძის ლაივ კონცერტამდე საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი.
„ახალი მზიურის” დამაარსებელი ანა გოგუაძე სოციალურ ქსელში “ბითლზების“ ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი მონიშნა ფეისბუქზე, რომ მისი თაყვანისცემლებისთვის ლაივ კონცერტი გაემართა.
“ამ სტატუსის შემდეგ ნინო ქათამაძემ ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, პოლ მაკარტნს, რომ დავასწრო… ძალიან გამიხარდა და 21 მარტს, ღამის 21:00 საათზე მთელ მსოფლიოს უმღერებს ნინო ქათამაძე. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ახალი სტატუსი დავწერე.“ – გვითხრა ანა გოგუაძემ.
“Paul McCartney შე აბდალო, აგერ Nino Katamadze–მ დამირეკა 21-ში 8-ზე ონლაინ ლაივს გავუშვებო აი, რომ არ მიჯერებ?!“- წერს სოციალურ ქსელში ანა გოგუაძე.