“პოლიტიკა ბიზნესი ჰგონია ზოგიერთს და ქვეყნის მართვა საკუთარი საკრედიტო კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღება”, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“სხვადასხვა პარტიებიდან გაქცეული, სახელდახელოდ შეკოწიწებული ფრაქციები იდეოლოგიის გარეშე!
კონსულტაციებს მართავენ თურმე მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და პრემიერზეც შევთანხმდითო – განცხადებას ავრცელებენ.
ხოდა, თუ უკვე პრემიერიც გადაუწყვეტიათ და მთავრობაც, მაშინ წავიდნენ და მარტო მოიგონ 43%!
როდესაც ქვეყანაში ასეთი უსამართლობა ხდება, ადამიანებს, მედიას თავებს უტეხავენ, ახალგაზრდა კაცი იღუპება! ოპოზიციის ერთი ნაწილი, საზოგადოება ქუჩაში დგას, მეორე ნაწილი კი ისევ „ოცნებასთან“ ჯდება მოლაპარაკებაზე და ხალხის მოტყუებას ცდილობს, რომ რაღაც მითიურ ინიციატივებს დააინიცირებენ, პირდაპირ ვაცხადებ:
ასეთი ინიციატივის დაყენება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს და ვინც ამ ყველაფერზე ხელს მოაწერს, ის ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს და მუშაობს „ქართულ ოცნებაზე“!
მოკლედ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველაფერზე სახელის დარქმევა გვიჭირს…
პოლიტიკა კი, ბიზნესი ჰგონია ზოგიერთს და ქვეყნის მართვა საკუთარი საკრედიტო კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღება, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.